Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერასიმე მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გომი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1888 წელს შევიდა ოზურგეთის სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1894 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1901 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, სადაც ჩაერთო სტუდენტურ მოძრაობაში. სტუდენტურ დემონსტრაციასა და ობსტრუქციაში მონაწილეობის გამო 1902 წელს 3 თვით იყო დაპატიმრებული, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და პეტერბურგიდან გაასახლეს. 1904 წელს ჩავიდა ბაქოში და მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში პროპაგანდისტად. 1905 წლისათვის მუშაობდა გურიაში, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გურიის კომიტეტის წევრად; მონაწილეობდა რევოლუციასა და გურიის რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. 1906 წლიდან მუშაობდა ტფილისში, რსდმპ ტფილისის კომიტეტში, პარალელურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი. 1907 წელს აირჩიეს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. 1907 წლის 3 ივნისს დააპატიმრეს ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით. სასჯელს იხდიდა ნიკოლაევში, ხერსონის საგუბერნიო ციხეში 1908-1910 წლებში. 1911-1913 წლებში იმყოფებოდა ვილეისკის ფსიქიატიულ საავადმყოფოში. 1913 წელს გადაასახლეს ციმბირში ტასეევოში, ორ-ნახევარ წელს იყო გადასახლებულთა კოლონიის თავჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე არალეგალურად გადავიდა ირკუტსკში; იქ მიუსწრო რევოლუციამ. 1917 წლის მაისში დაბრუნდა ტფილისში, სადაც მუშაობდა ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში თავმჯდომარის მოადგილედ. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გარეშე საქმეთა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ამხნაგი. 1921 წლის 7 მაისიდან იყო საქართველოს წარმომადგენელი რსფსრ-ში. 1937 წლის 4 მარტს დააპატიმრეს "კონტრევოლუციური მენშევიკური ცენტრის" წევრობის ბრალდებით. 1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 სექტემბერს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.295; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.618 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |