The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კერვალიშვილი

რომან კერვალიშვილი
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ჟოშხიში, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1974 წელს; საქართველოს ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1979 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავი საამქროს "დგან 400"-ზე ლითონის მილების დიამეტრის გაზომვის ავტომატური ხელსაწყოს შექმნასა და მის წარმოებაში დანერგვაში; აღნიშნული ხელსაწყოს შემქმნელმა კოლექტივმა მიიღო სახელმწიფო პრემია და დიდი წვლილი შეიტანა საკავშირო მასშტაბით მეტალურგიული მრეწველობის განვითარების საქმეში; 1982-1990წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში, სადაც მონაწილეობდა უკონტაქტო ელექტრული ამძრავის მართვის სისტემის კონსტრუქციის შექმნაში, რომელიც დაინერგა თბილისის მართვის აპარატურის ქარხანაში "ელექტროაპარატი"; 1990-1995წწ. მუშაობდა საკავშირო აგრარულ ბიოტექნიკურ ინსტიტუტში; 1995-2004წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო და საგზაო ფონდის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობზე; 2004 წელს მან შექმნა და სათავეში ჩაუდგა შპს "ავტოგზახიდმშენს", რომელმაც 2004-2005წწ. განახორციელა ხაშურის რაიონის სოფ. ხალებთან და სოფ. წნორთან მდინარე მტკვარზე კიდული ხიდების დაპროექტება და მშენებლობა; ასევე ხარაგაულის რაიონში, სოფ. მოლითთან კიდული ხიდის დაპროექტება-მშენებლობა; ქ. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საფარის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და ა.შ. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.288-289



გააზიარე: