The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა კვანტალიანი

ბიძინა კვანტალიანი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1955 წელს.

1955-1960წწ. მუშაობდა უკრაინაში, სტალონოს ოლქში, დონეცკის მაღაროთა სამმართველოშო სამთო ინჟინრად, ცვლის უფროსად, მაღაროს უფროსად; 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N7 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, ხოლო 1968 წლიდან სამმართველოს უფროსად; მისი მონაწილეობით აშენდა თითქმის ყველა სასტუმრო საქართველოს რეგიონებში; განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობის რეკონსტრუქცია მოსკოვში, სსრკ მთავრობის დასასვენებელი სახლი მიუსერაში, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის სახლის რეკონსტრუქცია და საქართველოს უმაღლესი სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია თბილისში; ფოთის წყალსათხილამურო ბაზა; 1991-1992წწ. მთავრობის სახლის რეკონსტრუქცია-რემონტი, მწერალთა სახლის რეკონსტრუქცია, მოზარდ-მაყურებელთა რუსული თეატრის შენობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.289; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.205

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: