The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუდმილა უგულავა-მელქაძე

ლუდმილა უგულავა-მელქაძე
ოფიციალური სახელი:ლუდმილა უგულავა
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1917  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი  ქ. ქუთაისი.

დამთავრა ბათუმის სამედიცინო ტექნიკუმი 1935 წელს.

სწავლის პარალელურად მღეროდა გოგიტიძის გუნდში; 1932-1936 წლებში ბათუმის თეატრის, ხოლო 1936 წლიდან ფოთის თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლიზა, ტასო (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ვალია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), აგრაფინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ანიკო (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ციცინათელა (გ. მდივნის "სამშობლო"), პატარძალი (ს. მთვარაძის "შუამავალი"), ნინო (დ. თაქთაქიშვილის "ხალხის რჩეული"), ირინე, ლირსა, (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი"), ფლორენცია (გ. ბერძენიშვილის "ჩვენი მიწა"), სპინოზა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), კორენკინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მარინე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), სონა (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ფაიხოში (დ. ერისთავის "სამშობლო"), ირიხარი (ს. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნინა (კ. სიმონოვის ''მელოდე''), რუსუდანი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ლამარა (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), პეპი (გ. ბერძენიშვილის "ტირიფების ქვეშ"), ანიკო ( ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ჰანეი (ა. დიუსოს, ჯ. გოუს "ღრმა ფესვები"), ნინა (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), თელი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), მარინე (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ანა (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ევა (ვ. გაბისკირიას "უფსკრულთან"), ცაბუ (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), ფლორენა (მოლიერის "ჟორჟ დანდენი"), დარეჯანი (ნ. არეშიძის "მზია"), გაიანე ( ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.40; 2007 წლის საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინოქორეოგრაფია.თბ., 2007.- გვ.29

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: