შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როინ კვანტალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამიქაო, აბაშის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1956 წელს; ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1961 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წელს ყაზახეთის სსრ, ყამირის მხარის, ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქის, სოფლის მეურნეობის საოლქო სამმართველოს, სამშენებლო უბნის უფროსად; 1963 წელს დაბრუნდა ქ. სოხუმში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1974წწ. მუშაობდა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, სადაც განვლო სამსახურებრივი წინსვლის გზა განყოფილების გამგიდან ტექნიკუმის დირექტორობამდე; 1977 წელს აირჩიეს სოხუმის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1985 წელს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გულრიფშის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად; 1989 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმისა და გულრიფშის რაიონების კომპლექსური განაშენიანების საქმეში; ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნული რაიონების სოციალურ-კულტურული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის საკითხებს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.290
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |