The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიკა სირაძე

ვიკა სირაძე
ოფიციალური სახელი:ვიქტორია სირაძე
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 2024  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1952 წელს და სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის  ასპირანტურა.

1949-1952წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952-1955წწ. კომკავშირის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და  პირველი მდივანი. 1955-1962წწ. პარტიის ქ. თბილისის კიროვის რაიკომის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962-1973წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1973-1986წწ. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1989წწ.  საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, 1989-1994წწ. მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების  და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი. დაჯილდოებულია 4 ორდენით, სამი მედლით და სხვადასხვა საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 143-144

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: