The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა უთურგაიძე

ცისანა უთურგაიძე
დაბადების თარიღი:1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1959 წელს და დაუსწრებელი განყოფილების ასპირანტურა.  

1959-1961წწ. მუშაობდა ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში. 1961-1966წწ. ავტომატიცაზიის ხელსაწყოთა  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. 1966-1982წწ. სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, სწავლული მდივნის და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობს. 1983 წელს  ის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  "საინჟინრო და ეკონომიკურ ამოცენებში გამოთვლითი ტექნიკის გამოყენების" კათედრის დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 2006 წელს  "ინფორმატიკის საფუძვლებისა  და კომპიუტერული ტექნოლოგიების" მიმართულების ასოცირებულ პროფესორად აირჩიეს. არის 25 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 6 მითითების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1975).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 150-151

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: