შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ III (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1247/48-82 წლებში. კათალიკოსობის ხარისხი ევდემონ კათალიკოსის შემდეგ მიიღო. ამხელდა და ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და გაბატონებულ კლასის ზედაფენებში ფეხმოკიდებულ განდგომა-განკერძოებულობას, მომხვეჭელობას, წარმართულ და მონღოლურ წესებს. ნიკოლოზ III გაემგზავრა ურდოში, სადაც მან მიიღო ქართული ეკლესიის დაცვის "იერლაყი" ("შეწყალების წიგნი"), რომელიც ახლად ამტკიცებდა მცხეთის საპატრიარქო სვეტიცხოველის ტაძრის, საეპისკოპოსოებისა და მონასტრების არსებულ შეუვალობასა და პრივილეგიებს. ეკლესიის ავტორიტეტის დაცემის გამო ვერ შეძლო გადამჭრელი ზომების მიღება, ამიტომ გადადგა და თვითვე აკურთხა კათოლიკოსად აბრამი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.433
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |