შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ VII (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიააღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1584-1589 წლებში. კახთა მეფის ლევანის ძე. თავის ძმას, კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ს ხელახლა დაამტკიცებინა კახური მამულების დიდი სიგელი. 1589 წელს ქართლის მეფის სიმონის დავალებითა და ხარჯით აღადგინა ხელნაწერი წიგნი "სჯულის კანონი“. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.433
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |