Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ მდივანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1905 წლიდან გახდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა რევოლუციური პარტიის წევრი; შემდგომ წლებში მუდმივად იყო პარტიის კომიტეტის წევრი. იგი მონაწილეობას იღებდა ისეთ სახიფათო საქმეებში, როგორიც იყო უცხოეთიდან იარაღის ფარულად მიღება და მებრძოლთა რაზმების შექმნა. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ბათუმში დასახლდა, სადაც აირჩიეს "საურთიერთობო ნდობის საზოგადოების" ქართული ბანკის დირექტორად. განაგრძო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობაც - რედაქტორობდა ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთს, იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ კვლავ შეცვალა მისი ცხოვრების მიმართულება. მან თავი დაანება ბათუმში კერძო სამსახურს და თბილისში დაბრუნდა. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლიდან დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად სომხეთის რესპუბლიკაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. იყო გარეშე საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების მდივანი, გზათა კომისიის წევრი. არჩეული იყო დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგად (თავმჯდომარის მოადგილე). 1921 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთში. 1922 წლის გაზაფხულიდან იყო ინტერპარტიული კომიტეტის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა "კავკასიის კონფედერაციის საბჭოს" ფორმირებაში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.302; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.641-642 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |