The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ VIII (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ამილახვარი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1705
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1678-1688 და 1692-1695 წლებში. კახეთის მეფემ ერეკლე I-მა ორჯერ დაიკავა ქართლი, ორჯერვე გადააყენა ნიკოლოზ VIII და მის მაგიერ თავისი ბიძა იოანე დანიშნა. ვახტანგ VI-მ 1705 წელს სცადა ნიკოლოზ VIII აღდგენა, მაგრამ იგი საეკლესიო წრეებმა უარყვეს. 1687 წელს ნიკოლოზ VIII-ს შეუდგენია თავისი ნაშრომ-ნაღვაწის აღმნუსხველი დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ მას მცხეთის მეურნეობის აღდგენისა და სასოფლო ეკლესიების მშენებლობისათვის დიდი სამუშაო შეუსრულებია: აღუდგენია სასახლეები, აუშენებია მარნები, წისქვილები, გაუშენებია ზვრები, ბაღები, გაუყვანია სარწყავი არხები, აღუდგენია ნასოფლარები და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.433


გააზიარე: