The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ კატარაწისძე

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Calligrapher

Biography

XIII საუკუნის ქართველი კალიგრაფი. გადაწერა ე. წ. ლარგვისის ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-26). ეს მცირე მოცულობის წიგნი კალიგრაფიული თვალსაზრისით ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ნაწერია ნუსხურით, ორ სვეტად, ყავისფერი მელნით. ასოები დახრილი, მკაფიო და ადვილად საკითხავია. არშიებზე გადატანილი საზედაო ასოები ოქროთია შეფერილი, რაც წიგნს საზეიმო ელფერს აძლევს. კამარები მორთულია ოქროსფრად, ლურჯად და წითლად შეღებილი ორნამენტით, ცხოველთა და ფრინველთა ფიგურებით. კამარები და თავსამკაულები თუმცა საკმაოდ მაღალი დონის ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ ავტორის კალიგრაფიულ ოსტატობას მაინც ჩამოუვარდება. ხელნაწერს ერთვის მრავალი საუკეთესო მინიატიურა, რომელთა ავტორი უცნობია. შესაძლებელია ნიკოლოზ კატარაწისძის გადაწერილი იყოს აგრეთვე ჯვრის მონასტრის მარხვანი (ალ. ცაგარლის კატალოგი, №77).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.434


Share: