Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ რუსთველი (მიტროპოლიტი)![]()
BiographyXVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. რუსთავის მიტროპოლიტი (დაახლოებით 1700-1720), გვარად ჩერქეზიშვილი (ზოგი მკვლევრის აზრით - ორბელიანი, რაც მცდარი ჩანს). 1724 წელს რუსეთს მიმავალ ვახტანგ VI-თან ერთად გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც დარჩა და მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც ჰიმნოგრაფი, ღვთისმეტყველი და მქადაგებელი. შემორჩენილია მის მიერ შეთხუზული რამდენიმე საგალობელი, იამბიკო-აკროსტიქები და ა. შ. დახელოვნებული ყოფილა სიგელ-გუჯრების შედგენაშიც. ცნობილია მისი შედგენილი კახეთის მეფის დავით იმამყული-ხანის დის ხვარაშნის "მზითვის წიგნი" (1717), მასვე შეუდგენია ალავერდის ტაძრის სიგელი (1721) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |