Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ნიკურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1919 წლიდან ძმასთან, ივანე ნიკურაძესთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაშია. უკვე 1928 წლიდან იბეჭდებოდა სამეცნიერო (ფიზიკის) გამოცემებში; 1930-იანი წლებიდან მუშაობდა მიუნხენისა და ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში პრივატ-დოცენტად, შემდეგ პროფესორად; 1934 წელს გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი "თხევადი დიელექტრიკები"; ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტრონებს). გაცილებით შთამბეჭდავია მისი პოლიტიკური საქმიანობა და გეოპოლიტიკური ნააზრევი. იყო "კონტინენტალური ევროპის კვლევის ინსტიტუტი"-ს ხელმძღვანელი, საქართველოს და კავკასიის გერმანელთა საშუალებით განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი (კავკასიური კონფედერაცია საქართველოს წამყვანი როლით და გერმანიის პროტექტორატით), მეგობრობდა ალფრედ როზენბერგთან, რომელიც მის რჩევებს ენდობოდა. იზიარებდა ჰაუსჰოფერისა და შპენგლერის შეხედულებებს. ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და კითხულობდა ლექციებს. Al. Sanders -ის ფსევდონიმით არის რამოდენიმე გეოპოლიტიკური წიგნის ავტორი: "Kaukasien geschichtlicher umriss", რომელიც გერმანიაში 3 ჯერ გამოიცა, აგრეთვე "Osteuropa", და სხვა. ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრაციულ პრესაში ("ბედი ქართლისა" და სხვა.). ეხმარებოდა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილ ქართველებს. გარდაიცვალა მიუნხენში. 1989 წელს ბატონმა გურამ შარაძემ ალექსანდრე ნიკურაძის არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, გეოპოლიტიკოსი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge; nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |