The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ნიკურაძე

ივანე ნიკურაძე
Date of birth:20 November, 1894
Date of death:18 July, 1979  (at 84 years)
Burial location:გიოტინგენი, გერმანია
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1917 წელს. 1919 წელს ქართველი მეცნიერის პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნილი იქნა გერმანიაში. სწავლობდა გიოტინგენის უნივერსიტეტში.

1920-1934წწ. მუშაობდა ლ. პრანდტლთან გიოტინგენის პრანდტლის სახელობის ჰიდროაეროდინამიკის ინსტიტუტში. როგორც ლ. პრანდტლის სტუდენტმა, მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰელმის (დღვანდელ მაქს პლანკის) დინამიკის ინსტიტუტში; დაინიშნა ამავე ინსტიტუტის განყოფილების უფროსად; ჩაატარა უნიკალური ექსპერიმენტები ლამინარული და ტურბულენტური სითხეების დინებების ხახუნის შესასწავლად, თუ როგორ გაედინებოდა იგი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი 1933 წელს წიგნად გამოიცა. რეინოლდსის რიცხვის დიდი მნიშვნელობებისათვის მიიღო ემპირიული ფორმულა ჰიდროაეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტისათვის, რომელიც მის სახელს ატარებს. ცნობილია ივანე ნიკურაძის სახელობის მრუდები და დიაგრამები, რომლებიც ჰიდრავლიკაში გამოიყენება. მან შეისწავლა მილების ხორკლიანობის გავლენა წინააღმდეგობის კოეფიციენტზე. ამ ექსპერიმენტში იგი იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და, აქედან გამომდინარე, წნევის დანაკარგი. პრანდტლის თეორიის ექსპერიმენტული დასაბუთება მოცემულია მის კლასიკურ ნაშრომებში. 1934-1945წწ. იგი ბრესლაუს უნივერსიტეტში ჰიდრავლიკისა და გამოყენებითი ჰიდროდინამიკის კათედრაზე მეცნიერ-ხელმძღვანელის თანამდებობაზეა, ხოლო 1945 წლიდან აახენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ომისშემდგომ პერიოდში იგი თავის უმცროს ძმასთან - ალექსანდრესთნ ერთად აწარმოებდა ერთობლივ მეცნიერულ გამოკვლევებს ელექტრონული და იონური ტექნიკის ინსტიტუტში; პარალელურად მუშაობდა ჰიდროდინამიკის ისტორიაზე, რადგან თვლიდა, რომ შეუძლებელია რაიმე არსებთი სიახლის მიღწევა, მთელი ჰიდროდინამიკის განვითარების ისტორიის გათვალისწინების გარეშე. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია ჯერ კიდევ 1942 წელს გამოქვეყნებლი მისი საგანგებო ნაშრომი, რომელშიც იგი იძლევა "სითხის დინამიკის" მთელ გენეალოგიურ შტოს. იგი წარმატებით მუშაობდა აეროდინამიკაშიც - საბრძოლო თვითმფრინავებისა და ატომური ბომბის აეროდინამიკაზე. გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ჰიდრომექანიკასა და ჰიდრავლიკაში, გამოჩენილი ექსპერიმენტატორი, ბრესლაუს უნივერსიტეტისა და უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი / ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.264-265


Share: