შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იმამყული-ხანი![]()
ბიოგრაფიაგამოჩენილი სარდალი, სახელმწიფო მოღვაწე, სეფიანთა ირანის ჯარის ყულარაღასი, ალავერდი ხან უნდილაძის შვილი. იყო ფარსის ბეგლარბეგი და შირაზის ხანი. მისი მეთაურობით 1623 წელს ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კუნძულ ჰორმუზიდან. ირანში ჩაატარა მასშტაბური სამშენებლო და საირიგაციო სამუშაოები, გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხიდები, კაშხლები. იყო მწიგნობარი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ირანის კარზე მოღვაწე სხვა ქართველებთან: ალიყული ბეგს, როსტომ ხან სააკაძის ძმას, ჰყავდა ცოლად მისი ქალიშვილი, ხოლო მეორე ასული დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი. იმამყული ხანზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ცნობები გვხვდება სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში. პიეტრო დელა ვალე აღნიშნავს, რომ უმცროსი უნდილაძე მფარველობდა ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ მეორეს, თეიმურაზის შვილებს. იმამყული ხანი ფიგურირებს თეიმურაზ I-ის პოემაში "წამება ქეთევან დედოფლისა". დაბრალდა თავისი ძმის დაუდ-ხან უნდილაძის აჯანყებაში მონაწილეობა და შაჰ-სეფი I -ის ბრძანებით დააპატიმრეს და ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს იმამყული ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი. 1990 წელს სპარსეთის ყურეში, კუნძულ ქეშმზე იმამყული ხანის ძეგლი დაიდგა. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.94
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |