შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ხაშურის გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა პეტროგრადში, ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლა ვერ დაამთავრა, რადგან ოქტომბრის რევოლუციამ მოუსწრო; დაბრუნდა საქართველოში, ასწავლიდა ხაშურის გიმნაზიაში, იყო ეროვნული გვარდიის აქტიური წევრი; მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში; ასრულებდა მნიშვნელოვან პარტიულ დავალებებს; გასაბჭოების შემდეგ რჩება საქართველოში და აგრძელებს პარტიულ საქმიანობას; 1928 წლიდან ემიგრაციაშია. აქტიურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროში; იყო ნოე ჟორდანიას მიერ დაარსებული გაზეთის – "ბრძოლის გზის" ერთერთი რედაქტორი და ამავე გაზეთის მბეჭდავი; გარკვეული დროით ასრულებდა ლევილის მამულის გამგეობის ხაზინადარის მოვალეობას; იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეროვნული გვარდიის წევრი. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |