The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ-ხან

როსტომ-ხან
ოფიციალური სახელი:სააკაძე
დაბადების თარიღი:1588
გარდაცვ. თარიღი:1642  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მხედართმთავარი, სამხედრო მოღვაწე, ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. XVI საუკუნის დამდეგს სპარსეთში გადახვეწილი ბაგრატ-ხანის (დავით XI-ის ძის) აზნაურის, ბეჟან სააკაძის შვილი.

1599 წლიდან შაჰ-აბს პირველის კარზე მსახურობდა. იყო შაჰის პირადი მსახური, შემდეგ 1626-1627წწ. - მდივანი; 1632-1633წწ. – სარდალი, დივანბეგი და თოფანგჩიაღასი; 1634-1635წწ. - ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. მისი მეთაურობით ყიზილბაშებმა გაილაშქრეს ვანის ციხეზე და დაამარცხეს ქურთები, თურქებს წაართვეს ბაღდადი, დაამარცხეს ოსმალთა სარდალ ხუსრევ-ფაშასთან, დაიპყრეს ჰელეს ციხე. როსტომ-ხან სააკაძე თან ახლდა როსტომს (მეფეს) საქართველოში შემოსვლის დროს  და საკუთარი ინიციატივით აუოხრებია საციციანო. შაჰ-აბასმა უკან გაიწვია. მონაწილეობა მიიღო დაუდ-ხან უნდილაძის და თეიმურაზის აჯანყების ჩახშობაში; 1634-1635წწ. თურქებს წაართვა ერევანი. მან შეიმუშავა ომის ახალი ტაქტიკა – წინა ხაზზე გამოიყვანა მეთოფენი და მსუბუქი არტილერია. ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში, რის გამოც, შაჰ-აბას II-მ სიკვდილით დასაჯა. როსტომ-ხანს ხშირად ახსენებენ ამ პერიოდის ქართული (ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი, პარიზის ქრონიკა, ვახუშტი) წყაროები.  უფრო მეტი ცნობაა დაცული ამ პირის შესახებ  სეფიანთა ისტორიკოსების, ისკანდერ მუნშის, მოჰამედ თაჰერის და ჰასან რუმლუს  თხზულებებში.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


გააზიარე: