The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოსმან შავყი ეფენდი მიქელაძე

ოსმან შავყი ეფენდი მიქელაძე
ოფიციალური სახელი:ეიუბ ოღლი შავყი ეფენდი მიქელაძე
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 1937  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დანისპირაული, ბათუმის ოლქი.

დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი.

1919 წლის აგვისტოდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. იყო "სამუსლიმანო საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის" წევრი. 1919 წლის სექტემბრიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. ოკუპაციის პირველ თვეებში მიიწვიეს ხულოს რევოლუციური კომიტეტის მდივნად, სადაც იმუშავა 1921 წლის ნოემბრამდე, შემდგომ კი არჩეული იყო ხულოს ღარიბთა კომიტეტის წევრად. 1937 წელს "მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 15 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 16 ოქტომბრის ღამეს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.304

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1919-)

გააზიარე: