| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოსმან შავყი ეფენდი მიქელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დანისპირაული, ბათუმის ოლქი. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. 1919 წლის აგვისტოდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. იყო "სამუსლიმანო საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის" წევრი. 1919 წლის სექტემბრიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. ოკუპაციის პირველ თვეებში მიიწვიეს ხულოს რევოლუციური კომიტეტის მდივნად, სადაც იმუშავა 1921 წლის ნოემბრამდე, შემდგომ კი არჩეული იყო ხულოს ღარიბთა კომიტეტის წევრად. 1937 წელს "მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 15 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 16 ოქტომბრის ღამეს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.304 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

