The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მურვანიძე

გიორგი მურვანიძე
დაბადების თარიღი:1883  (141 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ოზურგეთის მაზრა. 

დაამთავრა ფოთის სამოქალაქო სასწავლებლის 6 კლასი.

1902 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში; 1905 წლისთავის იყო რსდმპ გურიის კომიტეტის სუფსის რაიონული კომიტეტის წარმომადგენელი; პროფესიით პედაგოგი. 1906 წლის თებერვლიდან მუშაობდა რსდმპ ბაქოს ორგანიზაციებში. 1907 წელს ბაქოში ჟანდარმერიამ დააპატიმრა. 1907 სისხლის სამართლის დებულების 102-ე მუხლით მას სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს ციმბირში; გადასახლებაში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას; პარალელურად - 1914 წლიდან მუშაობდა კოოპერატორად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ბაიკალისპირა რკინიგზის კომისრად. სამშობლოში დაბრუნდა 1918 წელს. არჩეული იყო ოზურგეთის ქალაქისთავად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ოზურგეთის სამაზრო კოლეგიის წევრად. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის ("ჩეკა") ოზურგეთის პოლიტბიურომ დააპატიმრა 1921 წლის 5 ივნისს, ოზურგეთში, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული დემონსტრაციის ხელმძღვანელობის გამო. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.306

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: