Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი კვარაცხელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1964წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" N3 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1964-1970წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს; 1970-1973წწ. მშენებლობის სამინისტროს რუსთავის სახლსაშენ კომბინატს; 1973-1977წწ. იყო საქართველოს მომხმარებელთა ცენტრალური კავშირის (ცეკავშირის) სამშენებლო ტრესტ "კოოპმშენის" მმართველის მოადგილე, საშენ მასალათა წარმოების სამმართველო "კოოპმშენის" უფროსი; 1977-1983წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექციის ქართლის ზონალური სამმართველოს უფროსი; 1983-1984წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1984-1988წწ. საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების გაერთიანებული სამმართველოს უფროსი; 1988-1998წწ. კოოპერატივ "მშენებელი 88"-ისა და 1998-2007წწ. შპს "რაჭა-98"-ის დირექტორი; 2007 წლიდან ხელმძღვანელობს შპს "აი-სი-ეს"-ის ტექნიკურ განყოფილებას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; ასევე, მთელი რიგი საქალაქო, სამრეწველო, საზოგადოებრივი, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში საქართველოს მასშტაბით; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.290-291
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |