The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ კვარაცხელია

თეიმურაზ კვარაცხელია
Date of birth:14 March, 1951  (74 years)
Category:Businessmen, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1974 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში და განვლო გზა სამუშაოთა მწარმოებლიდან მთავარი ინჟინრის თანამდებობამდე; 1988 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში; მისი მონაწილეობით აშენდა ისეთი  მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის N6 სასწავლო კორპუსი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის საბინაო და კულტ-საყოფაცხოვრებო ობიექტები (ნაძალადევსა და დიდუბის რაიონებში), ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიის კომპლექსი ქ. თბილისში ნარიყალაზე, საბინაო-საყოფაცხოვრებო ობიექტები ქ. მინსკში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (საჩოგბურთო მოედანი და საცურაო აუზი თბილისში სოფ. დიღომში), ხელოვნებისა და კულტურის საზოგადოებრივი ცენტრი სამვარსკვლავიანი სასტუმროთი ორთაჭალის ჰესთან და სხვა; ეწევა საქველმოქმედო მოღვაწეობას როგორც მშენებლობაში, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროშიც; არის მოძრაობა "სულიეერი და ზნეობრივი საქართველოს" ხელმძღვანელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.291

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების მედალი

Share: