Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური კვარაცხელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯღალი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1965 წელს. 1966-1969წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო "ენგურჰესის" მშენებლობაზე, სადაც მუშაობდა სამშენებლო სამმართველო "ენგურკაშხალმშენის" ენერგეტიკოსად, "ენგურჰესის" სამმართველოში განყოფილების უფროსად; 1969-1972წწ. მივლინებული იყო სირიაში, ევფრატის ჰიდროენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობაზე; 1972-1980წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს სამოქალაქო ბინათმშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოში განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1980 წელს დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" სარემონტო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; სააქციო საზოგადოება "ენერგოკომპლექტის" გენერალურ დირექტორად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.291-292 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |