The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ფაილოძე

ნინო ფაილოძე
დაბადების თარიღი:1960  (65 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტრექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1982 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით 2006 წელს.

1982-1984წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში" ინჟინერ-ტექნოლოგად; 1984-1991წწ. ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1991-2004წწ.  აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილება, მთავარ სპეციალისტი; 2004-2006წწ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2009-2015წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, პროფესორი; 2011 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემია, აღრიცხვის განყოფილება, მთავარი ბუღალტერი; ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და სახელმძღვანელოები. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი(2006).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 153-154

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია, წევრი
  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, ასოცირებული წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაცია აკადემია (Nusa), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: