შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ფაილოძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტრექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1982 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით 2006 წელს. 1982-1984წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში" ინჟინერ-ტექნოლოგად, 1984-1991წწ. ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, ხოლო 1991 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. პარალელურად, ის პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: 2004-2006წწ. უფროსი მასწავლებელი იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე; 2005 წლიდან კი სტუ-ს ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტში კითხულობს სალექციო კურსს: "ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში", "ფინანსურ აღრიცხვაში", "კომპიუტერული ინფორმაციული სისტემების აუდიტში", "აღრიცხვა და აუდიტის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში". ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და სახელმძღვანელოები. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2006), პროფესორი(2006). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 153-154 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |