შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ფარადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს. 1954 წელს მუშაობა დაიწყო მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის ლაბორანტად, ამავე კათედრაზე გაიარა ყველა საფეხური პროფესორის თანამდებობამდე. წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა მდ. ბაქსანის აუზის კრისტალური ქანების სტრუქტურულ-ბიოლოგიურ შესწავლაში. ასევე გატაცებით მუშაობდა ის მადნეული ველის მინერალოგიურ და პეტროლოგიურ საკითხებზე. მის მიერ შესწავლილია ზემო სვანეთისა და ზემო აჭარის მაგმატიზმის, მეტაფორიზისა და სასარგებლო ნამარხების და ჯენტინის ტექტონიკური საფარი. წმინდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად ირინე ფარადაშვილი ასევე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასც ეწევა. მის მიერ შედგენილია რამდენიმე მეთოდური მითითება პეტროგრაფიასა და ლითოლოგრაფიაში სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1972). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტირნიაუზის ახალგაზრდა გრანიტოიდების გეოლოგიურ-პეტროგრაფიული, პეტროქიმიური და მინერალოგიური თავისებურებანი და მათი გენეზისი". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.154-155 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |