The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალი სარიშვილი

ალი სარიშვილი
Legal name:ალექსანდრე სარიშვილი
Date of birth:1 June, 1944  (80 years)
Category:Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთმექანიკური ფაკულტეტი 1966 წელს.

განაწილებით შავი ზღვის სანაოსნოს ნოვოროსიისკის სამმართველოს გემებზე მოხვდა, ჯერ ტანკერ «Варна»-ზე მოტორისტად, 1967 წელს კი  ტანკერ  «Дружба»-ს მე-4 მექანიკოსი გახდა. 1969 წელს ალი სარიშვილი ბათუმში ბრუნდება და საქმიანობას ამჯერად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Агамали Оглы»-ს მე-3 მექანიკოსად განაგრძობს. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობს ქ. გორკის ტრანსპორტის უმაღლეს-საინჟინრო ინსტიტუში, რომელსაც გემთმექანიკოს-უნივერსალისა და ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით 1974 წელს ამთავრებს. მესამე მექანიკოსის პოზიციაზე მყოფმა მიიღო მონაწილეობა 1972 წელს პოლონეთში, შჩეცინის ა. ვარსკის გემთსაშენში საქართველოს სანაოსნოსათვის აგებული ახალი ბალკერის - «Нико Николадзе»-ს მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში, ამ გემზე გაატარა ბატონმა ალიმ მომდევნო წლები და აქვე დააწინაურეს იგი გემის მე-2 მექანიკოსად. 1980 წელს კი უკვე გამოცდილი გემთინჟინერი ტანკერ «Великий Октябрь»-ის უფროს მექანიკოსად ინიშნება და მომდევნო წლებში უკვე ამ სამეთაურო პოზიციით დაცურავს სანაოსნოს ტანკერებზე «Пятидесятилетие Советской Грузии» და «Александр Цулукидзе», 1988 წელს კი  უფროს მექანიკოსად კვლავ მშობლიურ მადანმზიდ «Нико Николадзе» ბრუნდება და 1993 წლიდან «NIKO K» -დ  სახელგადარქმეულ და უკვე  სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ამ გემზე რჩება 1994 წლამდე. 1995-1998 წლებში ბატონი ალი ბათუმის დამოუკიდებელ საერთაშორისო-იურიდიულ ინსტიტუტში სწავლობს, ეუფლება  სამართალმცოდნის სპეციალობას და 1995 წლიდან საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს,  იგი ჯერ  საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელად ინიშნება და დამოუკიდებელ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე დამდგარი ჩვენი ქვეყნისა და მისი გემების წინაშე მდგარი არაერთი საჭირბოროტო სამართლებრივი საკითხის მოგვარებაში იღებს მონაწილეობას, 1997 წლიდან კი იგივე საქმიანობას  საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის იურიდიული და უსაფრთხოების სამსახურების სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზეც ასრულებს. 2006-2007 წლებში მცირე ხნით  კვლავ  პრაქტიკულ საქმიანობას უბრუნდება და  სუპერინტენდანტის პოზიციაზე სანაოსნო კომპანია «Iberiia Shipping» -ის ფლოტის ტექნიკური ექსპლუატაციის ზედამხედველობა-ინსპექტირებას ეწევა, იმავდროულად კი საკუთარი  გამოცდილების გაზიარების მიზნით   პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს. 2005 წლიდან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პედაგოგია. შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: