The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კვარაცხელია

რევაზ კვარაცხელია
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1984წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1984 წლიდან მუშაობს იმავე სამინისტროს N13 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად, შემდეგ კი სამმართველოს უფროსად; არის 1999 წელს მისივე თაოსნობით დაფუძნებული (ქ. ფოთში) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "გზა-მშენებელი-13"-ს გენერალური დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების "სენაკი-ფოთი-სარფის", "სამტრედია-ლანჩხუთი-გროგოლეთის", "ჭალადიდი-ხორგა-ხობის", "შუა ხორგა-ყულევის" სამშენებლო სამუშაოები; ასევე განხორციელდა სახიდე გადასასვლელების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, ტექნიკური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, საკარიერო მეურნეობის ქარხანა-ბაზების მშენებლობა და არსებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაჯილდოებულია საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.292

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეგზევეთა კავშირი, წევრი
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

გააზიარე: