The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ კვახაძე

ავთანდილ კვახაძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაციით 1970 წელს.

1970-1972წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ოფიცრად; 1972-1973წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროში საპროექტო-კვლევითი კანტორის ინჟინრად; 1973-1976წწ. იყო იმავე სამინისტროს N5 საგზაო-სარემონტო სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1976-1987წწ. იმავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო, ხოლო 1987-1988წწ. უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1988-1989წწ. მუშაობდა ბორჯომის N29 საგზაო საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად; 1989-1996წწ. N5 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1996 წლიდან არის შპს "გზამშენი-5"-ის დირექტორი; 1973 წელს მიღებული აქვს მონაწილეობა საავტომობილო გზების დაპროექტებასა და მშენებლობაში, როგორებიცაა: "ხაშური-ბორჯომი-ახალციხის" მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, "ბორჯომი-ბაკურიანის" საავტომობილო გზის სამუშაოები, "რიკოთი-ზესტაფონის" მონაკვეთი, "ადიგენი-ხულოს", "გომი-საჩხერის", ცხინვალის შემოსავლელი გზის მშენებლობა, თბილისის შემოსავლელი გზის მშენებლობა, "ჟინვალი-ბარისახოს" გზის მშენებლობა, საქართველოს სამხედრო გზის ყაზბეგის მონაკვეთი, "თბილისი-სენაკი-ლესელიძეს" საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთის მშენებლობა; ბორჯომის რაიონში: ტბა-ცემის, დიდველის, ტიმოთეს უბნის, საკირის მონაკვეთების, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქ ხაშურის ქუჩების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები; 1981-1982წწ. მონაწილეობდა სახელმწიფოს დავალებით არაშავმიწა ნიადაგიანი რეგიონების ათვისების მიზნით რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ვოლოგდის ოლქის გზების მშენებლობაში; მონაწილეობდა, საქართველოში საჩხერის რაიონში, 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული გზების სამუშაოების შესრულებაში; მიღებული აქვს საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.293; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2001 - ღირსების მედალი

გააზიარე: