The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კვეზერელი-კოპაძე

ნიკოლოზ კვეზერელი-კოპაძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1984  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1907 წელს თბილისის პირველი კლასიკური გინმაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე რკინიგზის ტრანსპორტის სამიმოსვლო გზების მშენებლობის სპეციალობით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში; 1915-1918წწ. გაწვეულ იქნა ჯარში (პირველი მსოფლიო ომი), მსახურობდა სამხედრო სარკინიგზო ლეგიონში, კავკასიის ფრონტზე, სამხედრო რკინიგზების მშენებლობაზე; 1916 წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის სამხედრო რკინიგზის განყოფილების უფროსად მშენებლობის დარგში; 1920-1921წწ. მუშაობდა საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობის უფროსად; 1925 წლიდან იყო საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზების მშენებლობებს - საქართველოს სამხედრო გზა, "თბილისი-ბოლნისი-სომხეთის საზღვარი", "თბილისი-მანგლისი", "თეთრიწყარო-წითელი ხიდი" და სხვა; 1937-1939წწ. იყო რეპრესირებული; გადასახლებაში ყოფნისას მუშაობდა "ბელომორ-ბალტიის" კომბინატის გზათა მშენებლობაზე ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; რეაბილიტაციის შემდეგ თბილისის საგზაო ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში ეწეოდა სამეცნიერო-პადაგოგიურ მოღვაწეობას; დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში საავტომობილო გზების, ხიდებისა და ხელოვნურ ნაგებობათა მშენებლობის განვითარების საქმეში; იყო 45 სამეცნიერო ნაშრომისა და 11 მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: "მცხეთის ძველი ხიდი", "გატეხილი (წითელი) ხიდი", "საქართველოს ძველი ხიდები", "აფხაზეთის საგზაო ნაგებობანი", "თბილისის ხიდები", "საქართველოს სამხედერო გზა", "გზათა მშენებლობა საქართველოში" და სხვა; მისი ნაშრომები დაბეჭდილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე; ბოლო ფუნდამენტური მონოგრაფია "ნარკვევები საქართველოს სამხედრო გზის ისტორიიდან" გამოქვეყნდა 1996 წელს; 1940 წლიდან იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; აქტიურად მონაწილეობდა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.293-294; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 659-660

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: