Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აპოლონ ჯინჭარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და შემდეგ გადადის ქ. მოსკოვში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მან აღმოაჩინა და დაამუშავა "გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი" (ე.წ. "დნმ-ის ტესტი") ყოფილ საბჭოთა კავშირში, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით 1996 წელს მიენიჭა რუსეთის სახლმწიფო პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ). ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია მიენიჭა. მისი მეთოდი ვრცელდება მთელს ცოცხალ სამყაროზე. 1988 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით. ა. ჯინჭარაძე შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში, რითაც ეს დარგი ისწავლება ჩვენს ქვეყანაში (ავტ.: პროფ. თ. ლეჟავა, პროფ. დ. ჯოხაძე, პროფ.ა.შათირიშვილი და სხვა). 2009 წელს იგი შეიტანეს მე-10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში (ავტ.: ლ. ბურდილაძე, მ. ბაგალიშვილი, ქ. მაღრაძე). 2022 წლის 15 თებერვალს თბილისის საკრებულომ ნაძალადევის რაიონის უსახელო ქუჩას მიანიჭა აპოლონ ჯინჭარაძის სახელი. ქართველი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დნმ -ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში", დაიცვა 1988 წელს. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |