The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზეინაბ ქარუმიძე

ზეინაბ ქარუმიძე
დაბადების თარიღი:1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1971 წელს და სპი-ს დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა.

1971-1979წწ. მუშობდა საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1979-1982წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საშენი მასალებისა და წარმოების ტექნოლოგიის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1982-1995წწ. ტრესტ "საქკოოპმშენის" რკინა-ბეტონის ქარხანაში "სუპერპლასტიფიკატორ კმ-30" წარმოების ხელმძღვანელი იყო. 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრაზე დაიწყო მუშაობა დოცენტად, შემდეგ პროფესორის თანამდებობა დაიკავა. ის პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ეწევა. არის ორი საავტორო მოწმობის ავტორი,  გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, რეკომენდაციები და ერთი მონოგრაფია. ზ. ქარუმიძე საქსტანდარტის აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტია და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1990).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.159-160

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: