The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ნოდია

ვასილ ნოდია
Date of birth:1891
Date of death:1924  (at 33 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი. 

დაამთავრა ქალაქ ფოთის სამოქალაქო ორკლასიანი სასწავლებელი. 

1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ "მენშევიკების" ფრაქციაში. 1912 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც მსახურობდა სამედიცინო-საფერშლო ნაწილში. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, გაიგზავნა ავსტრიის ფრონტზე, სადაც ტყვედ ჩავარდა და ორი წელი გაატარა ტყვეობაში. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო იურდიული, შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. 1924 წელს, დამოუკიდებლობის კომიტეტმა არალეგალურად მიავლინა პარიზში - ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან, ინფორმაციის გაცვლის და სამამულო მოქმედების გეგმის შეთანხმების მიზნით. დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.318; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.303

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: