შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხანაყანევი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ განყოფილებაზე; დაასრულა სამი კურსი. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. 1907 წლის 13 ივნისს ესერთა სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს ტფილისში. მეორედ დაპატიმრებული იყო 1909 წელს. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით; იყო სარეგლამენტო კომისიის მდივანი, საბიბლიოთეკო, სამხედრო, საბიუჯეტო-საფინანსო მომარაგების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |