The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ონიაშვილი

დავით ონიაშვილი
სხვა სახელი:დ-ლის
ოს
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გორის მაზრა. 

დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია 1904 წელს.

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ "მენშევიკების" ფრაქციაში; თანამშრომლობდა პრესაში "დ-ლის" და "ოს" ფსევდონიმებით. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო იურდიული კომისიის თავმჯდომარე, საბიუჯეტო-საფინანსო და თვითმმართველობის კომისიების წევრი. 1919 წელს აირჩიეს თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად; იყო სამაზრო ერობის თავმჯდომარე. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად. არჩეული იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად. 1924 წლისათვის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარე, მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებლობის კომიტეტის მუშაობაში, ჩართული იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. 1937 წლის 14 აპრილს "მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. 1937 წლის 13 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 ივლისის ღამეს. რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1959 წლის 3 მარტს.

 წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.326; ge.openlist.wiki

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი

გააზიარე: