The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ ჟღენტი

ვიქტორ ჟღენტი
Legal name:ლეონტი ჟღენტი
Date of birth:12 October, 1884
Date of death:8 April, 1969  (at 84 years)
Category:Politician, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარცხმა, ოზურგეთის მაზრა. 

დაამთავრა ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი, საბუღალტრო კურსები. 

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1910 წელს იყო ბაქოში "ქართული სალიტერატურო-სამხატვრო წრის" დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარე - გამოსცემდნენ ჟურნალ "წყაროს". 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი. 1921 წლამდე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, დანიშნული იყო სამხედრო-საველე სასამართლოს თავმჯდომარედ; 1921 წლის მარტში დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.338

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)

Share: