The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოწია საბახტარაშვილი

კოწია საბახტარაშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე საბახტარაშვილი
დაბადების თარიღი:თებერვალი, 1884
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 1938  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. 

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში; აქტიურად მონაწილეობდა ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ წრეებთან არაოფიციალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შესახებ. პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.354

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: