The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისე პატარიძე

ელისე პატარიძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1896
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1975  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, პარიზი (საფრანგეთი)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკარევი.

დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1917 წელს. შემდეგ ჩაირიცხა თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი და მთავარი კომიტეტის მდივანი; თნამშრომლობდა პარტიის ორგანო "საქართველოში"; იყო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი ბათუმის ოლქიდან. წითელი არმიის შემოჭრისას იბრძოდა ტაბახმელაში და კოჯორში; 1921 წელს ემიგრაციაში არ წასულა. აქტიურად თანამშრომლობდა  ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზატორებთან, "დამკომთან"; აჯანყების დამარცხების შემდეგ შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი დამსახურებაა, რომ ვალენტინში ამოქმედდა ქართული სტამბა (დიმიტრი სინჯიკაშვილთან ერთად). ამ სტამბაში გამოიცა ალექსანდრე ასათიანის, ზურაბ ავალიშვილის წიგნები. აქვე იბეჭდებოდა "სამშობლო” და "მხედარი”. 1930 წლიდან მსახურობდა საავტომობილო ფირმა "პეჟოს" ბიუროში, პარიზში. ელისე პატარიძე იყო პარიზის ქართული ეკლესიის ერთერთი დამაარსებელი, სამრევლო საბჭოს მდივანი. გარკვეული ხნით იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე (შალვა აბდუშელიშვილის შემდეგ). ლევან ზურაბიშვილთან ერთად დააარსა "ქართული ეროვნული ცენტრი". მეორე მსოფლო ომის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელობდა  "ივერიას" (მისი დამაარსებელი – ალექსანდრე ასათიანი ესპანეთში იყო). საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, გამომცემელი. 

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


გააზიარე: