Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჯორთმენაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1968 წელს. საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგომი პერიოდი, საქართველოს საზღვაო სანაოსნოში საქმიანობას უკავშირდება. მომავალმა კაპიტანმა სწორედ საქართველოში ახლად დაარსებული სანაოსნოს გემებზე გაიარა რთული მეზღვაურული ცხოვრების ყველა ეტაპი მატროსობიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნობამდე. თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად, იგი ზღვაში პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად სწავლობდა და 1978 წელს დაუსწრებლად დაამთავრა კიდეც ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ). მომდევნო წლებში იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი ხომალდის ეკიპაჟს მეთაურობდა: ტანკერები - «Кутаиси», «Командарм Федько», «Генерал Мерквиладзе», ეს იმ გემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზედაც უკვე გამოცდილი კაპიტანი საქმიანობდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, დავით ჯორთმენაძე ყველგან და ყველასთან დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა, რაც მის პიროვნულ და ადამიანურ თვისებებთან ერთად, მეთაურის საკუთარი საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით იყო განპირობებული. უკანასკნელად შორეულ ნაოსნობაში იგი ერთობლივი სანაოსნო კომპანიის ტანკერ - «Gelovani»-ს ეკიპაჟს მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |