შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა გეტინგენის, ლიონის და პარიზის უნივერსიტეტებში. 1932-1933წწ. კითხულობდა ლექციებს პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში; 1935-1948წწ. მუშაობდა კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და და კაიროს უნივერსიტეტის პროფესორად; 1948-1964წწ. იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი. სტრასბურგში მან დააარსა მეცნიერული კვლევის ცენტრი, რომელიც გამოსცემდა კრებულს იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე. მუსხელიშვილის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები ეხება ფედერალიზმის პრობლემებს და შედარებით სამართალმცოდნეობას. მიწვეული იყო აშშ–ში ლექციების წასაკითხად. 1948-1951წწ. დააარსა საუნივერსიტეტშორისო ფედერაცია და იყო მისი პრეზიდენტი; 1954 წლიდან - ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის გენერალური მდივანი. იყო ალპინისტი. ერთერთი ასვლის დროს, 1964 წლის 16 ივლისს, დაიღუპა იტალიაში, აოსტას ხეობაში. წყარო: ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი.- თბ., 2012.- გვ.143; ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი: netgazeti.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |