The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კვინტრაძე

შალვა კვინტრაძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 2011  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1958 წელს.

1953 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა საბჭოთა კავშირის სამრეწველო გაერთიანება "გიპროელექტროს" საქართველოს ფილიალში ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში კონსტრუქტორად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებაში უფროს ინჟინრად; 1959-1970წწ. იყო პარტიულ სამუშაოებზე; 1970-1982წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენს"; 1982-1986წწ. მშენებლობის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო-საკვლევ სადგურს; 1986-1990წწ. საქართველოს სამშენებლო გაერთიანება "აგრომშენის" მშენებარე ობიექტების დირექციას; 1996-2000წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საბჭოს კადრების განყოფილებას; 2008 წლიდან თავმჯდომარეობდა ვეტერანთა და პენსიონერთა პროფკავშირების ვაკე-საბურთალოს განყოფილებას; იყო სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.294

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: