The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ კვირაია

ოთარ კვირაია
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:1999  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

მუშაობდა ცეკავშირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, ოზურგეთისა და ზუგდიდის რაიონების რაიონების საზოგადოებრივ მეურნეობაში; 1967 წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის N2 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1981 წელს სამმართველოს ბაზარზე ჩამოყალიბებული სენაკის N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი დასავლეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაში; საბჭოთა მეურნეობისა და კოლმეურნეობებში ხელმძღვანელობდა მესაქონლეობის კომპლექსების, ადმინისტრაციული შენობების, შიდა გზების, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოების, კლუბების, დასასვენებელი და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას დაჯილდოებული იყო როგორც საქართველოს სსრ, ასევე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების საპატიო სიგელებითა და მედლებით; ორგზის იყო არჩეული სენაკის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.294-295


გააზიარე: