შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ კვირიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1947 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საბჭოთა კავშირის მიმოსვლის გზათა სამინისტროში ინჟინრად; მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდების და კონსტრუქციების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო მექანიკის კათედრებზე; 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-მუშაკად; 1981 წელს არჩეული იყო სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების ლაბორატორიული გამოცდის და შესწავლის საერთაშორისო კავშირის "რილემის" კომიტეტის წევრად; 1977 წელს მშენებლობის დარგში სოციალისტური სახელმწიფოების ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ექსპერტად; იყო საშენი მასალების სიმტკიცისა და დეფორმაციული მახასიათებლების მეთოდების შედგენის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი 90 გამოქვეყნებული (მათ შორის საზღვარგარეთ) სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში; მისი სამეცნიერო შრომები არაერთხელ იქნა აღნიშნული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით. ტექნიკის მეცნიერებატა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.295 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |