შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კვიტატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლევახანე, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურისა და ქალაქ გეგმარების სპეციალობით 1969 წელს. 1972-1984წწ. მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1981-1989წწ. ქ. სოხუმის მთავარი არქიტექტორი იყო; 1972-1978წწ. მისი ძირითადი ნამუშევრებია: სასტუმრო გაგრაში 444 ადგილზე, ოჩამჩირის გენერალური გეგმა; 1975-1982წწ. სოხუმის გენერალური გეგმა; 1978-1982წწ. "ავტო-ვაზის" დასასვენებელი კომპლექსი 300 ადგილზე გულრიფშის რაიონში, "ПВО-МО" საძილე კორპუსი 320 ადგილზე სოხუმში; 1986 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების დასასვენებელი სახლი სოხუმში; 1985-1988წწ. სასტუმრო "აფხაზეთის" და სასტუმრო "რიწის" რეკონსტრუქცია ქალაქ სოხუმში; 1988 წელს სოხუმის "შუქურას" რაიონის დეტალური დაგეგმარება და სხვა; მონაწილეობდა მრავალ კონკურსსა და გამოფენაში; 1993 წლიდან აფხაზეთის ომის შემდეგ ის ქ. თბილისშია და აქტიურად აგრძელებს არქიტექტურულ მოღვაწეობას; კერძოდ, მისი ნაშრომების ჩამონათვალს შეემატა საქართველოს საპატრიარქოს ახალი კომპლექსის საპროექტო წინადადება (2006-2007წწ.); ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები თბილისში, წყვეთში, საგურამოში, წეროვანში, რაჭასა და სამეგრელოში; ასევე საოფისე და კომერციული შენობები და ინტერიერის დიზაინი სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში (მარნეულში, ბაკურიანსა და სტეფანწმინდაში); 1985-1990წწ. მონაწილეობდა კავშირის ყრილობებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.296; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 16 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |