შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ კვიცარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო მასალების ტექნოლოგიის სპეციალობით 1949 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1950-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სეისმომედეგობისა და სამშენებლო მექანიკის ს/კ ინსტიტუტში; 1974-1989წწ. საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტის დირექტორად; 1982 წლიდან შეთავსებით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრის პედაგოგად; წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა ამავე უმაღლესი სასწავლებლის სამშენებლო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიას; პროფესორი; მისი დირექტორობის პერიოდში დიდი წვლილი აქვს შეტანილი საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სამეცნიერო პოტენციალის გაზრდა-გაძლიერების საქმეში; აღიარებულია ამ დარგის ერთ-ერთ თვალსაჩინო მეცნიერად და ორგანოზატორად. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.296; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 17 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |