შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კვიჭიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოში გეოდეზისტად; მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად ვერეს ხიდის სამშენებლო უბანზე; 1957 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1959 წელს დაწინაურებულ იქნა მსხვილპანელიანი სახლების სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1971-1982წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის ხელმძღვანელი იყო; 1982 წლიდან სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" უფროსი; იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე და კოლეგიის წევრი; არაერთხელ იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასკომის წევრად; 1987 წელს დაინიშნა სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "თბილრემმშენის" უფროსად; 1995 წლიდან შეზღუდული პასუხისმგებელი საზოგადოება "თბილმშენის" თავმჯდომარე იყო; მისი ხელმძღვანელობით ქ. თბილისში აშენდა მრავალი მნიშვნელოვანი საინჟინრო შენობა-ნაგებობა, მაღალსართულიანი, კარკასულ-პანელიანი და მსხვილბლოკიანი საცხოვრებელი სახლები; ასევე, სკოლები და საბავშვო ბაღები, სასტუმრო "ივერია", ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, საქტელერადიო ცენტრი, ალპინისტური კლუბი და ჭადრაკის სასახლე ვერეს პარკში, შესანიშნავი ხიდები მდინარე მტკვარზე, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასახლება კაზრეთში, საცხოვრებელი კორპუსები ტიუმენში, ტაშკენტში, გროზნოში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრი და მრავალი სხვა; საქართველოს ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის საპატიო პროფესორი; მიღებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სამინისტროს და საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის საპატიო სიგელები; ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ვახტანგ გორგასლის ორდენი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.297; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |