Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე საყვარელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საქარა, შორაპნის მაზრა. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი; პარტიული ფსევდონიმი - "დიდი პავლე"; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში იმერეთში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკური და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.360 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |