Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემილ სირბილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თელავის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ტფილისის სასულიერო სემინარია. 1893 წელს მონაწილეობა მიიღო სემინარისტების "ბუნტში", რის გამოც სემინარია 1 წლით დახურეს და სემინარისტები სხვადასხვაგვარად დასაჯეს. 1900 სასწავლო წლიდან დანიშნეს მასწავლებლად დუშეთის მაზრის სოფელს სნოს სკოლაში. 1917 წელს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრად; მუშაობდა არმიაში კულტურის მიმართულებით, აარსებდა ბიბლიოთეკებსა და მართავდა წარმოდგენებს. 1919 წლიდან იყო საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. 1919 წლის 9 მაისიდან, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი. 1919 წლიდან იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1922-1923წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კოოპერატიულ კავშირში ("ცეკავშირი") ინსტრუქტორად. 1937 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამეს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.361 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |