The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კიზირია

გურამ კიზირია
დაბადების თარიღი:1951  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სსრკ ელექტროტექნიკური კავშირგაბმულობის ინსტიტუტი (დაუსწრებლად) 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1974 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა, მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაცია "ხიდმშენში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო განყოფილებისა და N39 რაზმის უფროსად, მოგვიანებით - სს "ხიდმშენის" დირექტორად; მონაწილეობდა ათობით ხიდისა და ხელოვნური ნაგებობის, მათ შორის, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო, საავტომობილო მაგისტრალის (ხელვაჩაურის რაიონში), ასევე, კიროვაკანის, ლენინაკანის (სომხეთი), განჯის (აზერბაიჯანი), საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ე. წ. "წითელი" ხიდის მდ. მტკვარზე, რესპუბლიკის მოედნის გზაგამტარის (თბილისი) მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.298-299

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: